ადვოკატთა საყურადღებოდ!

5 მარტი 2018

პროფესორ Metin Feyzioğlu-ს მოხსენება თემაზე: „ადვოკატებისა და ადვოკატთა ასოციაციების როლი სამართლის უზენაესობის შენების პროცესში“.

                                                                   

 

თურქეთის ადვოკატთა ასოციაციების გაერთიანების პრეზიდენტი - პროფესორი - Metin Feyzioğlu ქართველი ადვოკატებისთვის, თურქულენოვან და მონათესავე ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანების მმართველი კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში, გამართავს მოხსენებას შემდეგ თემაზე: „ადვოკატებისა და ადვოკატთა ასოციაციების როლი სამართლის უზენაესობის შენების პროცესში“.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართება 7 მარტს, 15:00 საათზე, სასტუმრო ბილტმორის მე-4 საკონფერენციო დარბაზში, ღონისძიების ხანგრძლივობა 2 საათი.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

დასწრება მოხდება პირველადი რეგისტრაციის (first come, first served) პრინციპით.

 

რეგისტრაცია მიმდინარეობს  2018 წლის 6 მარტის, 18:00 საათამდე.

 

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

 

ანა გოგოლაური, სასწავლო ცენტრის კოორდინატორი

 

ტელ: +995 557 65 93 85

 

ელ-ფოსტა : a.gogolauri@gba.ge

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი